გურიაში კვლავ დიდთოვლობაა - მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
გურიაში კვლავ დიდთოვლობაა. მოსახლეობას რამდენიმე დღეა ელექტრო ენერგია ან შეფერხებით ან საერთოდ არ მიეწოდება. დიდთოვლობის გამო შეჩერებულია სასწავლო პროცესიც. გაუმწნედავი გზების გამო ტრასპორტით გადაადგილება ვერ ხერხდება.
ადგილობრივი ხელისუფლება კომენტარს მედიასთან არ აკეთებს. ისინი ვერ პასუხობენ კითხვას, როდის დაიწყებენ დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას მოსახლეობისთვის.