ოკუპანტების სისასტიკეს კიდევ ორი მოქალაქე ემსხვერპლა - მძიმე ავადმყოფებს თბილისში მკურნალობაზე უარი ეთქვათ
საოკუპაციო რეჟიმის სისატიკეს და საქართველოს ხელისუფლების დუმილს კიდევ ორი მოქალაქეს სიცოცხლე ემსხვერპლა. უმძიმესი ფაქტები მავთულხლარეთებს მიღმა დემოკრატიის კვლევის ინსიტიტუტმა მოიძია. არაერთი თხოვნის მიუხედავად, მძიმე ავადმყოფები ახალგორიდან თბილისში სამკურნალოდ არ გამოუშვეს, რასაც ორივეს გარდაცვალება მოჰყვა.
ახალგორის ახლადდანიშნული საავადმყოფოს დირექტორი მონიკა ჯიოევა პაციენტებს თბილისში სამკურნალოდ სპეციალურ ცნობებს არ აძლევდა. მედიკოსი ამბობდა, რომ დაავადებულები თბილისში მკურნალობას არ საჭიროებდნენ.
75 წლის მამაკაცი, რომელიც ახალგორიდან ცხივალისკენ მიჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა, მეორე კი ცხინვალის საავდმყოფოში არასათანადო სამედიცინო მომსახურებას ემსხვერპლა. ორვე მათგანი ეთნიკურად ოსი იყო.
მიმდინარე წლის იანვარში ორი პაციენტი გარდაიცვალა იმის გამო, რომ მათ ვერ გაეწიათ დროული და ადექვატური სამეიცინო დახმარება. პირველს, ახალგორიდან ცხინვალში გადაყვანის დროს გზაში ვერ გაეწია დამხრება და დაიღუპა, ხოლო მეორე შემთხვევაში მოხდა მისი გადაყვანა ცხინვალის საავადმყოფოში, თუმცა იმის გამო, რომ მას ვერ გაეწია სათანადო დახმარება და გარდაიცვალა. ასევე იყო სხვა შემტხვევები, როდესაც პაციენტების მდგომარეობა დამძიმდა, მიუხედავად ოჯახის სურვილის, რომ გადმოეყვანათ ისინი თბილისშ, სამწუხაროდ იმის გამო, რეალურად არ ხდება ასეთი ნებართვების გაცემა ან ძალიან იშვიათად, ამ პაციენტის მდგომარეობაც საკმაოდ დამძმდა, - ამბობს არასამტავრობო როგანიზაციის წარმოამდგენელი.
ამ დრომდე მძიმე რჩება ახალგორში მცხოვრები 70 წლის დალი ილურიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი ოჯახის წევრები პაციენტის თბილისში გადაყვანას რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდნენ. ცხინვალში არასწორად ჩატარებულმა ოპერაციამ ილურიძის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. საბოლოოდ, პაციენტი თბილისში 6 იანვარს გადმოიყვანეს. თავდაპირველად ის ჩაფიძის გულის ცენტრში მოათავსეს, თუმცა ამჟამად ის მკურნალობას ერთ-ერთ ონკოლოგიურ კლინიკაში გადის.