პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მიკერძოეუბული სასამართლო - "ადამიანის უფლებათა ცენტრის "ანგარიში
პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მიკერძოებული სასამართლო - გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ანგარიშს აქვეყნებს. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ჩამოანთვალში მიხიელ სააკაშვილის და მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, ხაზარაძე- ჯაფარიძე- წერეთლის, ნიკა მელიას, გიორგი რურუას ასევე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული და გათავისუფლებული სამოქალაქო აქტივისტების საქმეეები მოხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ აღნიშნული საქმეები ცალსახად პოლიტიკურ სარჩულს ატარებს და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ხელისუფლება იარაღად სასამართლო სისტემას იყენებს.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართელოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე სსისხლის სამართლის სასამართლო პროცესები, ამ საქმეებმა,ფაქტობრივად, დაჩრდილა სხვა პოლიტიკურასდ მოტივირებული საქმეების მიმდინარეობა სასამართლო დარბაზებში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ არის სხვა საქმეებიც. რეალურად სასამართლო არ არის სამწუხაროდ დამოუკიდებელი. ბევრმა გარემოებამ ეს აჩვენა და პოლიტიკური მართლმსაჯულება არის სამწუხარო რეალობა საქართველოში, - ამბობს "ადმაინის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.
ანგარიშში ასევე დიდი ყურადღება2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებს ეთმობა, როდესაც ადგილი ჟურნალისტებზე ძალადობის და ცემის ფაქტებს ჰქონდა. არასამტავრობო ორგანიზაცია მიჩნევს, რომ ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებამ წააქეზა.