გადავა თუ არა საქართველო ამერიკულ მოდელზე - ექიმები იზოლაციის ვადების შემცირებას არ ემხრობიან

21.01.22 13:38
გადავა თუ არა საქართველო ამერიკულ მოდელზე - ექიმები იზოლაციის ვადების შემცირებას არ ემხრობიან

ექიმები საქართველოში კოვიპაციენტებისთვის იზოლაციის ვადების შემცირებას არ ემხრობიან. სფეროს სპეციალისტების  თქმით, საიზოლაციო პერიოდის 8 დღემდე შემცირება უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. მათი დიდი ნაწილი არც ამერიკულ მოდელს ემხრობა, რომლის მიხედვითაც იზოლაციის პერიოდი 5 დღით განისაზღვრება. ექიმების თქმით, ამერიკულ მოდელზე გადასვლა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის ფონზე, უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.

ველოდებით ინფიცირებულების კიდევ უფრო ნახტომისებურად ზრდას, თუ ჯანდაცვის პირველადი რგოლი დროულად არ გაიმართება და დროულად არ შექმნიან იმას, რომ ინფიცირებულებთან შესაბამისი რაოდენობის ოჯახის ექიმები, ჰოსპიტალური სექტორი გადაიტვირთება.

შეამცირეს იზოლაციის ვადები და ესეც ვერ დაალაგეს. კოვიდპასპორტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს მწვანდება ისევ და ისევ 14 დღის შემდეგ, აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ გადავიდეთ ამერიკის მოდელზე, გადავიდეთ ესპანურ მოდელზე თუ ნებისმიერ სხვაზე, ჩვენი ხელისუფლების პირობებში უბრალოდ სასაცილოა", - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ვატო სურგულაძე საქართველოში ონლაინ-კლინიკების პროექტს წარუმატებლად აფასებს. მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის რგოლი არ მუშაობს და კლინიკები პაციენტებით გადატვირთულია. 

გავეზრდება კიდევ რაოდენობა ისევ გადაიტვირთება კლინიკები, პირველადი ჯანდაცვის რგოლი არ მუშაობს, ონლაინ-კლინიკები არის წარუმატებელი პროექტი. 5 დღის მერე სავალდებულოა ვატაროთ ნიღბები, ვინ გააკონტროლებს ვატარებ თუ არ ვატარებ, მითუმეტეს ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე", - ამბობს ვატო სურგულაძე.  

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ იზოლაციის წესები 17 იანვრიდან შეცვალა. იზოლაციის ვადები 14-დან 8 დღემდე შემცირდა ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის. 

ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის:
✅ კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით
✅ სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს 24 საათი
✅ იზოლაციის დასრულებიდან, მომდევნო 5 დღე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება
საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის 
✅ კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით
✅ სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში 
✅ იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის ტარება
იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.
კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირებისთვისაც. 

მსგავსი სიახლეები