ერგნეთში ეუთოსა და რუსეთის წარმონადგენლების შეხვედრა დასრულდა
ერგნეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო ორგანიზაციის ორგანიზებით დაგეგმილი საიდუმლო შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ეუთოსა და რუსეთის წარმონადგენლებთან ერთად შეხვედრას საიას ხელმძღვანელიც ესწრებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის ინფორმაციით, შეხვედრა კონფიდენციალური ხასიათის იყო და მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზანს ემსახურებოდა.
ეს იყო შეხვედრა ჰუმანიტარული მიზნით სამ დაკარგულ ადამიანთან დაკავშირებით. მეტი არაფრის თქმა არ შემიძილია, შეხვედრა იყო კონფიდენციალური და ჰქონდა ერთადერთი ჰუმანიტარული მიზანი, - თქვა ნიკა სიმონიშვილმა.
"პირველების" ინფორმაციით შეხვედრაზე ძირითადად იმ სამი ახალგაზრის საკითხი განიხილეს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ. საუბარია ხუგაევზე, ხაჩიროვსადა პლიევზე.
გუშინ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 104 შეხვედრა გაიმართა, რომელიც ისევ უშედეგოდ დამთვარდა. შეხვედრის მთავარი თემა ოკუპანტების ტყვეობიდან საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იყო.
ამ დროისათვის ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება. მათ შორის არის ყოფილი სამხედრო, მამუკა ჩხიკვაძეც.