უმძიმესი სოციალური ფონი ახალგორში - ადგილობრივები ცხინვალის რეჟიმს შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებენ

21.01.22 17:36
უმძიმესი სოციალური ფონი ახალგორში - ადგილობრივები ცხინვალის რეჟიმს შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებენ

წამლების, ექიმებისა და სამედიცინო სერვისის გარეშე დარჩენილი ახალგორელები ,,პირველებთან" უმძიმეს პირობებზე საუბრობენ. ისინი საოკუპაციო რეჟიმს  გამკაცრებული წესების შემოღებასა და შერჩევით მიდგომებში ადანაშულებენ.

მათი ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს იმ ადამიანებთან უშვებენ, ვისაც ამის აუცილებელი საჭიროება არ აქვთ, ამ დროს კი მომაკვდავი ადამიანი, რომელსაც ექიმის შველა სჭირდება, ყურადღების მიღმა რჩება.

ახალგორის მკვიდრთა ინფორმაციით, იყო შემთხვევა, როცა ექიმებს პაციენტი სასაწრაფო დახმარების მანქანაში ხელში იმის გამო ჩააკვდათ, რომ რუსმა სამხედროებმა თბილისში წასასვლელი გზა არ გაუხსნეს.

ადგილობრივები ,,ტვ პირველს" უყვებიან, რომ დე ფაქტო ხელისუფლება სპეციალურად არ მკურნალობს ახალგორში მცხოვრებლებს, რითაც ქართულ მხარეს სჯის.

სასწრაფოთი თბილისში ვერ ჩამოხვალ, არ არსებობს. მაშინ ,,წითელი ჯვრით" უნდა წამოხვიდე. აქაური იყო, პავლიაშვილი ალიკა, ცხინვალის გზით წაიყვანეს და გზაში გარდაიცვალა. თუ ძალიან მძიმედ არ ხარ და საოპერაციო არ ხარ, არ გიშვებენ.- აცხადებს ,,ტვ პირველთან" ახალგორის მკვიდრი. 

მხოლოდ წელს ახალგორში მცხოვრები ორი პირი გარდაიცვალა., რადგან მათ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადგილზე ვერ გაუწია სათანადო სამედიცინო დახმარება და არც თბილისში გაუშვა სამკურნალოდ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" კვლევით, მხოლოდ იანვრის თვეში ახალგორის რაიონში 2 ადამიანი სათანადო სამედიცინო დახმარების მიუღებლობის გამო გარდაიცვალა. 

მსგავსი სიახლეები