ინფიცირებულები მკურნალობის გარეშე - საგანგაშო კოვიდსტატისტიკის ფონზე კოვიდმიმღები კლინიკები იხურება

21.01.22 16:49
ინფიცირებულები მკურნალობის გარეშე - საგანგაშო კოვიდსტატისტიკის ფონზე კოვიდმიმღები კლინიკები იხურება

კორონავირუსის რეკორდულად მზარდი სტატისტიკის ფონზე, კოვიდმიმღებ კლინიკებს სტატუსი შეუჩერდა. კლინიკების შემცირების გადაწყვეტილება სამინისტრომ მაშინ მიიღო, როცა დახმარება სულ უფრო მეტ პაციენტს სჭირდება. კლინიკების წარმომადგელები  "პირველებთან" ამბობენ, რომ მათ ინფიცირებულებისთვის უარის თქმა უწევთ.  მათ ნაწილს სტატუსი 17 იანვარს შეუჩერდა. 

17 იანვრიდან კოვიდ პაციენტების მიღების შესაძლებლობა აღარ გვაქვს, სტატუსი შეგვიჩერდა. აქედან გამომდინარე, ის პაციენტები, რომლებიც მიმდინარე რეჯიმში მკურნალობდნენ კლინიკაში, ეტაპობრივად ეწერებიან ბიანზე და ჯერჯერობით არ არის აღდგენილი მიღება. მოთხოვნა ძალიან დიდია ამ ჰოსპიტალიზაციაზე, გვიწევს ამ პაციენტების გადამისამართება სხვა კლინიკებში. ბოლო 3 დღეა ზარები მატულობს, შეიძლება ითქვას, უწყვეტი რეჟიმით შემოდის", - ამბობს  კლინიკა "კიდგოს" კრიტიკული  დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო კადგაძე. 

მსგავსი სიახლეები