ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს - არასამთავრობოები ხელისუფლებას მიმართავენ

05.04.21 17:21
ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს - არასამთავრობოები ხელისუფლებას მიმართავენ

ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს - არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციური ლიდერის პატიმრობაში დატოვების სამართლიანი საფუძველი არ არსებობს. ისინი მმართველ გუნდს გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ. 

ის ღონისძიება, რომელსაც ის, ფაქტიურად, ორი თვეა თავის თავზე განიცდის, არ იყო კანონიერად გამოტანილი და ეს ყველაფერი მიმდინარეობდა, ძირითადად, პოლიტიკური პროცესების ფონზე. აღკვეთის გარეშეც კი შეიძლება დატოვონ, მაგალითად, ან ელექტრონული სამაჯური, რომელიც იყო მის მიმართ გამოყენებული, კვლავაც იყოს გამოყენებული, ან ესეც არ იყოს გამოყენებული. თუ არ არსებობს აღსრულებისთვის ხელის შეშლის დასაბუთება და ამას პროკურატურა ვერ ასაბუთებს, რომ ნიკა მელიას შეიძლება მიიმალოს, ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ან მტკიცებულება გაანადგუროს, რა თქმა უნდა, აქ ვერ ვისაუბრებთ ვერავითარ დასაბუთებაზე, - ამბობს საიას თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი. 

არასამთავრობო ორგანიზაცეიბსი წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუკი მოსამართლე ნიკა მელიას პატიმრობაში მაინც დატოვებს, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ ხელისუფლება  ოპოზოციური ლიდერის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.  

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა. სასამართლომ მისი პატიმრობაში დატოვების შესახებ უნდა იმსჯელოს. 
 

მსგავსი სიახლეები