"ამ მარჯვენას უნდა ვიჭრიდე" - მოსახლეობამ ხეხილის ბაღების გაჩეხვა დაიწყო

23.01.22 11:37
"ამ მარჯვენას უნდა ვიჭრიდე" - მოსახლეობამ ხეხილის ბაღების გაჩეხვა დაიწყო

მძიმე სოციალური მდგომარეოაბის გამო მოსახლეობამ ხეხილის ბაღების გაჩეხვა დაიწყო. საოკუპაციო   ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლები ამ მდგომარეობამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ხელისუფლებამ მათ შეშის საყიდლად განკუთვნილი 200 ლარიანი ვაუჩერები აღარ დაურიგა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ისინი დაივიწყა და ღარიბაშვილის ხელისუფლება მათთან აღარ მიდის. ვაშლის ბაღების გაჩეხვის ერთ-ერთ მიზეზად ისინი ასევე ხეხილის ფასის მინიმუმამდე დაცემას ასახელებენ.

ამას კი არ უნდა ვჭრიდე, აი, ამ მარჯვენას უნდა ვჭრიდე მე, რომ მაგათ 20212-ში ხმა მივეცი. 15 ტონა მოსავალი მოვიყვანე და ფული არ მაქვს. გეფიცებით, ვერ ვახერხებ, იმიტომ, რომ ისეთ დაბალ ფასებში... ბანკის ვალი მაქვს ახლა 8 ათასი შესატანი, გული მისკდება. რუსეთთან რომ ცუდად ვართ, რუსეთთან, რომ მეგობრულად ვართ, არ მინდა საერთოდ, სულ გავჩეხავ... რუსეთმა, რომელმაც მე ძმები დამიხოცა, რომლებიც მე ტერიტორიას მართმევს, იმისი არც ბაზარი მჭირდება და არც მეგობრობა. აგერ გაუკეთეს ზოგს სამაცივრე მეურნეობა, დაეხმარნენ, დაფინანსება მისცეს, ყველანაირად შემზღუდეს, იმიტომ, რომ ვინც ოპოზიციაში ხარ, შეზღუდული ხარ ყველანაირად, - ამბობს ერგნეთის მცხოვრები. 

 

 

მსგავსი სიახლეები