პროტესტმა შედეგი გამოიღო - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს 200 ლარიანი ვაუჩერები დაურიგდებათ

23.01.22 18:09
პროტესტმა შედეგი გამოიღო - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს 200 ლარიანი ვაუჩერები დაურიგდებათ

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პროტესტმა შედეგი გამოიღო. სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც იტყობინება, რომ მოსახლეობას შეშის საყიდლად განკუთვნილი 200 ლარიანი ვაუჩერები მომდევნო კვირიდან დაურიგდებათ.

სოფელ ერგნეთში მოსახლეობას მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს. ადგილობრივებმა ხეხილის ბაღების გაჩეხვა იმის გამო გადაწყვიტეს, რომ ზამთარში სიცივისგან არ გაყინონ. მათი თქმით, ვერ ახერხებენ მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციასაც.

 

მსგავსი სიახლეები