ღარიბაშვილის საჩუქარი ცოლს - სატყეო სააგენტოს უფროსი კითხვებს გაექცა

24.01.22 15:02
ღარიბაშვილის საჩუქარი ცოლს - სატყეო სააგენტოს უფროსი კითხვებს გაექცა

რატომ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს ბაკურიანის ტყის ნაწილი ნახევარი საუკუნით? - "პირველების" კითხვას სატყეო სააგენტოს უფროსი გაექცა. 

არჩილ ნიკოლეიშვილი უპასუხოდ ტოვებს კიდევ ერთ შეკითხვას, რა წინადადებები შესთავაზა მას პრემიერის ცოლმა, რომ  ბაკურიანის ტყეში 6 000 000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 49 წლით გადასცეს.  

ნიკოლეიშვილის მტკიცებით, ეს იყო იჯარა, თუმცა წანადადების შესახებ არ საუბრობს. მისი თქმით, წერილობითი მიმართვის შემდეგ პასუხს ოფიციალურად გასცემს.

"ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ, დაადგინა და დოკუმენტებით გაამყარა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოლს, ნანუკა თამაზაშვილს, ბაკურიანში 5958 კვ,მ. ტყე აჩუქა.  ხალხის ტყე, კოხტას თავზე, რომელიც ნუნუ თამაზაშვილს ნახევარი საუკუნით გადაეცა,  ირაკლი ღარიბაშვილის ბაკურიანის ვილის გაგრძელებაა, ფაქტობრივად ეზოა. ტყით სარგებლობაში კი ღარიბაშვილების ოჯახი მხოლოდ 6225,9 ლარს გადაიხდის.

რაც შეეხება მმართველ პოლიტიკურ პარტიას, "ქართული ოცნების" წევრები "ნოდარ მელაძის შაბათის" შაბათში გასულ, მტკიცებულებებით გამყარებულ გამოძიებას "სიცრუეს" უწოდებენ და დამოუკიდებელ ტელევიზიას თავს ესხმიან. 
 

მსგავსი სიახლეები