ღარიბაშვილის საახალწლოდ საჩუქარი ცოლს - პრემიერმა მეუღლეს ბაკურიანში ტყე აჩუქა

როგორ გადააქცია პრემიერმა ხალხის საკუთრება თავის უკანა ეზოდ - "ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ დაადგინა და დოკუნენტებით გაამყარა, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოლს, ნანუკა თამაზაშვილს ბაკურიანში 5958 კვ,მ. ტყე აჩუქა.
უფრო კონკრეტულად, ხალხის ტყე, კოხტას თავზე, რომელიც ნუნუ თამაზაშვილს ნახევარი საუკუნით გადაეცა, ირაკლი ღარიბაშვილის ბაკურიანის ვილის გაგრძელება, ფაქტობრივად ეზოა. "შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში წერია, რომ პრემიერის ცოლმა იქ კულტურულ-სპორტული და ტურისტული ინფრაქტურა უნდა მოაწყოს, მაგრამ არაფერია დაკონკრეტებული რას აპირებენ. ტყით სარგებლობაში კი ღარიბაშვილების ოჯახი მხოლოდ 6225,9 ლარს გადაიხდის. ჩვნდება ეჭვი, რომ პრემიერის ოჯახს, ეზოში საკუთარი სასრიალო ტრასის მოწყობა სურს.
მთავრობის მეთაურის უახლოესი მეზობლები ამ კარ-მიდამოს, მასშტაბისა და სიმდიდრის გამო, რეზიდენციას უწოდებენ.
ნუნუ თამაზაშვილმა ბაკურიანის ტყის გადასაფორმებლად საჯარო რეესტრს 2021 წლის 28 დეკემბერს 16:45 წუთზე მიმართა, გადაიხადა შესაბამისი 55 ლარიც. კანონით დადგენილი პროცედურის თანახმად, ქონება მის სახელზე ზუსტად 31 დეკემბერს უნდა ასახულიყო, თუმცა რჩება განცდა, რომ ეს საახალწლო საჩუქარი იყო და, იუსტიციის მინისტრმა პრემიერის ცოლს არ ალოდინა. ოთხ დღეში გასაფორმებელი მიწა, ორ საათში 28 დეკმბერსვე, 18:37 საათზე ნახევარი საუკუნით გადაუფორმა.
ნახეთ მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება: