გაუგებრობა ჯანდაცვის სამინისტროში - ვინ მიიღებს "მწვანე პასპორტს" ტესტირების გარეშე

25.01.22 17:28
გაუგებრობა ჯანდაცვის სამინისტროში - ვინ მიიღებს "მწვანე პასპორტს" ტესტირების გარეშე

ამირან გამყრელიძის განცხადებამ მწვანე პასპორტების ტესტირების გარეშე მიღების შესახებ გაუგებრობა გამოიწვია. ჯანდაცვის მინისტრის,  ზურაბ აზარაშვილის თქმით, შესაძლოა ტესტირება პრიორიტეტების მიხედვით დაიწყოს, თუმცა "მწვანე პასპორტის" მიღების წესი არ იცვლება.

ტესტირება არ წყდება, ტესტირება გაგრძელდება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.

დარეგისტრირდება და დადასტურების შემდეგ მიიღებს მწვანე პასპორტს", - თქვა აზარაშვილმა. 

მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ტესტირებები ჯერჯერობით ცეულ რეჟიმში გრძელდება.

მოგვიანებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა ამირან გამყრელიძის დღევანდელი განცხადება დააზუსტა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მწვანე სტატუსს და კოვიდბარათს ის კოვიდგადატანილი ადამიანები მიიღებენ, რომელთა ტესტის პასუხიც 2021 წლის 1-ლ დეკემბრამდე, რიგი მიზეზების გამო, ბაზაში არ ასახულა. 

​"ეს ადამიანები კოვიდ-გადატანილის სტატუსითა და „მწვანე ბარათით“ ისარგებლობენ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში;

ბ) COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და/ან სასტუმროში;

გ) იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის ექიმის / დაზღვევის ექიმის მხრიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ელექტრონულ ბაზაში.

ზემოთჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის შემთხვევაში, სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციას და სისტემაში ასახვას", - აცხადებს NCDC. 

მსგავსი სიახლეები