ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

25.01.22 19:40
ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციელის სავარაუდო ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი - ვიდეოს "დროას" წევრი, მარიამ სიჭინავა, ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ვიდეო ზუგდიდში, ჩხოუშიის სანაპიროზეა, გადაღებული. კადრში ჩანს, როგორ ძალადობს სავარაუდოდ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ქალზე. მარიამ სიჭინავას მტკიცებით, ვიდეო დღეს დაახლოებით 16:00 საათზეა გადაღებული. 

 

მსგავსი სიახლეები