ქალზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი დაკავებულია
დაკავებულია კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ათობით თვითმხილველის თანდასწრებით სასტიკად სცემა.
გიორგი ბიგვავა ახლა ქალაქის პროკურატურაში ბრალის წარდგენის მოლოდინშია.
დაზარალებულმა სამართალდამცავის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მისცა. რაც შეეხება გამოძიებას, შსს-მ ძიება სს კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო.
გუშინ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელი ახალგაზრდა ქალს.