ეპიდაფეთქება ქვეყანაში - კოვიდკლინიკებში ადგილები აღარ არის

26.01.22 11:31
ეპიდაფეთქება ქვეყანაში - კოვიდკლინიკებში ადგილები აღარ არის

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის ფონზე ექიმები საგანგაშო პროგნოზებს აკეთებენ. კლინიკების დიდ ნაწილში პაციენტების მისაღებად ადგილები აღარ აქვთ. "ვივამედის" დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის, თქმით, კლინიკაში მომართვიანობა იმდენად გაზრდილია, რომ თავისუფალი ადგილების რეანიმაციაში აღარ არის.

რა თქმა უნდა, რაოდენობა მომართვიანობის ამ კუთხით მომატებულია,  თერაპიულ სივრცეში გაგვაჩნია 160 საწოლი, კრიტიკული დეპარტამენტი სრულად შევსებულია, ადგილი არ გვაქვს, თავისუფალი ადგილი არ გვაქვს. თუ ამ ტემპით მოხდება ზრდა, დადგება მომენტი თავისუფალი ადგილის შესახებ", - ამბობს ზურაბ ჩხაიძე. 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  17 530  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა  39 პაციენტი.