ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახური კორონავირუსით გარდაიცვალა
ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახური, სოფელ გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი კირკიტაძე, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს.
მღვდელს კორონავირუსი ჰქონდა და ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.