კალაძის ბრძანება - ვარკეთილის მეტროსთან გარევაჭრობა იკრძალება
ვარკეთილის მეტროსთან გარევაჭრობა იკრძალება - შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის მერმა გაახმოვანა.
კახა კალაძის თქმით, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში უნდა გადაინაცვლონ.
საქმე ეხება გარემოვაჭრეებს, რომლებსაც ტროტუარები აქვთ დაკავებული და ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები და მინდა, დავავალო სამგორის რაიონის გამგებელს, მოელაპარაკოს ამ სივრცეების დირექციას და იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გარევაჭრობით არის დაკავებული, ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამის სივრცეებში გადაინაცვლონ.
მინდა, ჩემ მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს დავავალო, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა - ტროტუარების, დამცავი ჯებირების, ზებრა გადასასვლელების და სათანადო გამწვანების სამუშაოების განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი.
დღეიდანვე დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, მიეცით მათ გონივრული ვადა, დავეხმაროთ მათ კომუნიკაციაში სავაჭრო სივრცეების დირექციასთან, რათა თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეებში გააგრძელონ“, - განაცხადა კალაძემ.