შშმ პირი პოლიციიის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი წარსულშიც იყო - დაზარალებულის მეზობელი

26.01.22 13:40
შშმ პირი პოლიციიის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი წარსულშიც იყო - დაზარალებულის მეზობელი

წამების და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი არასრუწლოვანის საქმეზე შესაძლოა, დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს. ,,პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შშმ პირი სამართლდამცველების სამიზნე წარსულშიც არაერთხელ გაამხდარა, თუმცა, ამ ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება არ დაწყებულა.

დაზარალებულის მეზობლის თქმით, 2 წლის წინ 17 წლის შშმ პირზე გამომძიებელმა ირაკლი აბსანძემ იძალადა და მას სასურველი ჩვენების მიღების მიზნით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ეს ოჯახი მართლა შეშინებულია, სტრესის ქვეშ არის, ერთხელ იყო პოლიციაში ჩაყვანილი. ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო ამ ბავშვზე. ეს იყო 2 წლის წინ, როცა გამომძიებელმა ირაკლი აბსანძემ ზეწოლა მოახდინა ამ ბავშვზე, ისეთი ზეწოლა განახორციელა, რომ შემოატრალა ბავშვის ჩვენება, თითქოს დედა სცემდა, მამა სცემდა, ტყუილი ათქმევინა.

ისიც კი გამიგია, რომ გამომძიებელ ირაკლი აბსანძეს ბავშვისთვის ხელიც კი გაურტყამს ორჯერ, რომ განცხადებაზე ხელის მოეწერა, რომ თითქოს მამა ძალადობდა მასზე.- აცხადებს ,,ტვ პირველთან" საუბრისას დაზარალებული ლეონ.ა-ს მეზობელი.

პოლიციელის მხროდან შშმ პირზე ძალადობის შემზარავი კადრები "ტვ პირველმა" 2 დღის წინ გაავრცელა. 

კადრებში ნათლად ჩანს, როგორ აჰყავთ სამართალდამცავებს ახალგაზრდა კაცი ესკალატორზე. შშმ პირის მეგობარი პოლიციელს აფრთხილებს, რომ “ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს:

“რომ ავალაპარაკო ახლა?” და აგრძელებს მოქალაქის ცემას.

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება ინსპექტრის სამსახურმა დაიწყო და ოროივე პოლიციელი დააკავა.