თოვლი, ქარბუქი და ძლიერი ყინვა - მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება.
27 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-30 იანვარს მცირე ნალექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
29 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს. 31 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში 27 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.