კმარა სიცრუე და ჩვენი აგდება!- დევნილების ულტიმატუმი ჯანდაცვის მინისტრს

26.01.22 18:26
კმარა სიცრუე და ჩვენი აგდება!- დევნილების ულტიმატუმი ჯანდაცვის მინისტრს

კმარა სიცრუე და ჩვენი აგდება! - სანატორიუმ ,,ქართლში" შესახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ჯანდაცვის მინისტრს ვადას 27 იანვრის 15 საათამდე აძლევენ. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მინისტრი გადაწყვეტილებას არ მიიღებს და დევნილებს საცხოვრებელი ფართით არ დააკმაყოფილებს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები აპირებენ, ომბუდსმენის აპარატსა და იურისტთან ერთად ზურაბ აზარაშვილის კაბინეტში შევიდნენ.

ჯანდაცვის მინისტრო, ხვალ 3 საათზე ველოდებით თქვენს პასუხს. 3 საათის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატსა და იურისტთან ერთად პირდაპირ შემოვდივართ თქვენს კაბინეტში. კმარა სიცრუე, კმარა ჩვენი აგდება და ჩვენზე ასეთი სიცრუის ლაპარაკი! - აცხადებს ერთ-ერთი დევნილი პირი.

სანატორიუმ ,,ქართლის" ავარიული მდგომარეობის გამო შენობაში შესახლებული 150-მდე ოჯახი ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს.  დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციებს პერმანენტულად მართავენ. ხელისუფლებამ მათ შესთავაზა, რომ შეიქმნას 3 კაცისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელთანაც პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ. 

დევნილები მოითხოვენ, სამუშაო ჯგუფში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და იურისტი შევიდნენ, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო ამ წინადადებაზე უარს აცხადებს.