როგორ მოხვდნენ მოძალადეები სისტემაში - პოლიციელის მიერ ნაცემი ქალი და შსს-ს მაღალჩინოსნების დუმილი
კრიმინალური პოლიციის უფროსი, მისივე თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას იხსნის - არადა მამუკა ჭელიძე ხელმძღვანელობს იმ სამსახურს, სადაც ქალის ცემისთვის დაკავებული გიორგი ბიგვავა მუშაობდა.
შესაბამისმა სამსახურებმა გააკეთეს კომენტარი, ყველადერი იქნება გამოძიებული დამნაშავე აუცილებლად დაისჯება"- უთხრა "პირველებს" შსს-ს მაღალჩინოსანმა, თუმცა უპასუხოდ დატოვა კითხვა, როგორ მოხვდნენ მოძალადეები სისტემაში.
რაც შეეხება სამართალდამცავის მიერ ნაცემ ქალს, "პირველებმა" მოქალაქის ჩაწერა მოახერხა. ის ადასტურებს, რომ პოლიციას ჩვენება მისცა, თუმცა მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, დაზარალებული პოლიციელებს მთელი ღამის განმავლობაში აწვდიდა ინფორმაციას რა მოხდა ზუგდიდის ცენტრში. არსებული ინფორმაციით, ქალმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ გიორგი ბიგვავასთან კონფლიქტი პირად ნიადაგზე დაიწყო, თუმცა მოძალადე პოლიციელმა ცემის გამო ბოდიში მოუხადა.
დაკითხვას თუ გილისხმობთ, კი (მივეცი ჩვენება). ამ საკითხზე საუბარი არ მსურს, ეს პირადულია"- უთხრა ჟურნალისტს ახალგაზრდა მსხვერპლმა.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ქალზე ძალადობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ხელბორკილები ბიგვავას მას შემდეგ დაადეს, რაც სოციალურ ქსელში ძალადობის შემზარავი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი ქალს ხელს რამდენჯერმე ურტყამს.
პოლიციელს ბრალი ცემის მუხლით აქვს წარდგენილი, თუმცა შესაძლოა ის გადაკვალიფიცირდეს.