ქალის ცემაში ბრალდებული პოლიციელის საქმე - გიორგი ბიგვავა ბრალის წარდგენის მოლოდინშია

27.01.22 10:34
ქალის ცემაში ბრალდებული პოლიციელის საქმე - გიორგი ბიგვავა ბრალის წარდგენის მოლოდინშია

ზუგდიდში ქალზე მოძალადე პოლიციელი, გიორგი ბიგვავა ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში გიორგი ბიგვავას წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება ძალადობის მამხილებელი ვიდეომასალა დევს, პოლიციელი ბრალს არ აღიარებს.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული ის თვითმხილველი, ვინც სისტემა ამხილა და ცემის ფაქტი გადაიღო.

მარიამ სიჭინავა არ აპირებს გამოძიებისთვის იმ პირის დასახელებას, ვინც ვიდეო მიაწოდა.