ლანჩხუთში აფხაზეთის ომის გმირის საფლავი გაძარცვეს

27.01.22 14:10
ლანჩხუთში აფხაზეთის ომის გმირის საფლავი გაძარცვეს

ლანჩხუთში, აგარაკის დასახლებაში, აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას, საფლავი გაძარცვეს. როგორც ირკვევა, საფლავიდან ბიუსტია მოპარული. ლანჩუთის საკრებულოს წევრის, დარეჯან ბურჭულაძის, ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია მას გარდაცვლილი გმირის დედამ მიაწოდა.

ვაჟა თოდუას საფლავი გაძარცვეს, ბიუსტი მოიპარეს!

ამ წუთას აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას, დედა შემხვდა აკანკალებული, ამას თუ აკადრებდნენ არ მეგონაოო..

იმასაც ამბობდა, როგორც დედა, ვიღაცამ გაჭირვებულმაო, ნორმალური ვინ იზამდა, ციხე რისი გულისთვის აიკიდა? რომ გამომიჩნდეს, ვაპატიებ და ვეპატრონები კიდე, არ დავაჭერიებ, მეცოდება, ფულიზა ქნა აიო.

გმირის დედაა - წერს დარეჯან ბურჭულაძე.