მოსახლეობის 42% ამბობს, რომ კოვიდზე არ აიცრება - NDI

27.01.22 14:16
 მოსახლეობის 42% ამბობს, რომ კოვიდზე არ აიცრება - NDI

ეროვნულ-დემკრატიული ინსტიტუტის (NDI)  კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 42% ამბობს, რომ არ აიცრება.

კითხვაზე „გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინას?“ პასუხები ასე გადანაწილდა:

42%-არა;

29%- უკვე ავიცერი;

25% - დიახ

3% -არ ვიცი.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.