ძალადობა შშმ პირზე - დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ

27.01.22 16:14
ძალადობა შშმ პირზე - დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ

​თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ პატრულ-ინსპექტორების მხრიდან  მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

რაც შეეხება ნუკრი ბაქრაძისა და კახა ბაკიშვილის ინტერესების დამცველებს, უფლებადამცველი ბაკაშვილის  10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, ნუკრი ბაქრაძის ადვოკატმა  კი სასამართლოს წინაშე 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. 

შეგახსენებთ, უმძიმესი კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობენ პოლიციელები შშმ პირზე, 2 დღის წინ "ტვ პირველმა"  რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი,  ნუკრი ბაქრაძე, ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, კახა ბაკაშვილი. 

მეტროში შშმ არასრულწლოვნის ცემაზე წინასასამართლო სხდომა 15 მარტს გაიმართება.