შშმ პირს პოლიციელი გამეტებით სცემდა, ქაჩავდა თმებს და დედას აგინებდა - პროკურორის სიტყვა სასამართლოზე

27.01.22 17:25
შშმ პირს პოლიციელი გამეტებით სცემდა, ქაჩავდა თმებს და დედას აგინებდა - პროკურორის სიტყვა სასამართლოზე

სასტიკი ანგარიშსწორება შშმ მოზარდის მიმართ - გახმაურებულ სასამართლო პროცესზე, საქმის პროკურორმა ბრალდების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა. 

ალექსანდრე ჩხეიძე ამბობს, რომ პატრულ-ინსპექტორმა ნუკრი ბაქრაძემ დედა შეაგინა და სასტიკად სცემა.

მისი თქმით, ნუკრი ბაქრაძე 17 წლის მოზრადის ცემას და სიტყვიერ შეურაცხყოფას მას შემდეგაც განაგრძობდა, რაც გაიგო, რომ ლეონი განსაკუთრებული საჭიროების პირი იყო და  პოლიციელის  არ ესმოდა.

მან მიიმწყვბდია ლეონ ა. მეტროსადგურ "ისანში" საპატრულო პოლიციელებისთვის განკუთვნილ ოთახში, სადაც გამეტებით ურტყა მუშტები თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. ქაჩავდა თმებს და აგინებდა დედის მისამართით. ლ.ა-მ არაერთხელ მიანიშნა, ხელების ჟესტიკულაციით, ნუგზარ ბაქრაძეს, რომ მას არ ესმოდა ყურში და იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რის გამოც საერთოდ არ ხვდებოდა, რატომ ძალადობდნენ მასზე. მიუხედავად მინიშნებებისა, ბაქრაძემ გააგრძელა მისი ცემა და გინება, რაც კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს მატებს მის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რახ ხახს უსვამს მის პიროვნებას, როგორც ძალადობისკენ მიდრეკილს"- განაცხადა პროკურორმა. 

რაც შეეხება კახა ბაკაშვილს, რომელიც სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებითაა დაკავებული, პროკურორის თქმით, "პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა ბაკაშვილმა თითიც არ გაანძრია აღნიშნული საქციელის აღსაკვეთად და არც არავის მოახსენა მომხდარის შესახებ".

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ბაკაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ 17 წლის ბიჭი შშმ- პირი იყო, ცინიკურად ამბობდა, რომ "აალაპარაკებდა" დაზარალებულს და შემდეგ მშვიდად და აუღელვებლად უყურა, როგორ გაუსწორდა მისი კოლეგა ბაქრაძე ლ.ა-ს. მსგავსი ფაქტის შემსწრე ნებისმიერი მოქალაქე შეეცდებოდა არასულწლოვნის დახმარებას, თუმცა, "პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა კახა ბაკაშვილმა თითიც არ გაანძრია აღნიშნული საქციელის აღსაკვეთად და არც არავის მოახსენა მომხდარის შესახებ"."- განაცხადა პროკურორმა.