თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

28.01.22 09:46
თბილისის ზოგიერთ უბანს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისში, დღეს, 28 იანვარს,  ზოგიერთ უბანს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს. 

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გიორგიწმინდას (ნაწილობრივ), სოფელი გლადანის (ნაწილობრივ) და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის  ზღის  მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ნათაძის, ტრაქტორის, ხვინგიას, ცოტნე დადიანის, წიწამურის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სვანების დასახლების, ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, თამაზ ხვიტია, გაგრის, აფხაზეთის, ილორის და იოსებ ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.