გაფრთხილება მერიისგან - აფრიკის დასახლებაში სოცდაუცველებს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ
აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს თბილისის მერია სახლების დანგრევით ემუქრება. 1 წლის შემდეგ მოსახლეობა ისევ ნგრევის მოლოდინშია. სოციალურად დაუცველ 6 ოჯახს კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. 1 წლის წინ დანგრეული 20-მდე სახლის შემდეგ ე.წ ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მცხოვრებლები კვლავ მოლოდინში არიან.
სოცდაუცველების თქმით, მათ სახლები საკუთარი სახსრებით ააშენეს, თუმცა მერიას ხელი არ შეუშლია. სახლების აშენების შემდეგ კი მერიის სამსახურმა მათ სახლების დემონტაჟი მოსთხოვა.
5 შვილის მამა ვარ, ცოლი მყავს კიბოიანი, ბოლო სტადია. შვილი მყავს ეპილეფსიიანი, ვერსად ვერ მუშაობს. ეს ტერიტორია იყო ნაგვით სავსე, დავიწყე აშენება, მოვიდნენ, დამინგრიეს. სხვა გზა აღარ მაქვს", - ამბობს ტერიტორიაზე მცხოვრები.