სანატორიუმ "ქართლის" დევნილები სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდებიან

28.01.22 11:12
 სანატორიუმ "ქართლის" დევნილები  სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდებიან

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები  ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდებიან. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური, დევნილთა დამცველის ჯგუფის წარმომადგენელს, იურისტს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს  ხვდება. 16 ოჯახს საცხოვრებელი ფართები უკვე გადაეცა, თუმცა 120-მდე ოჯახი ბინებით დროულად უზრუნველყოფას და სახელმწიფოსგან კომპენსაციის თანხის გაზრდას მოითხოვს.  

შეგახსენებთ, რომ დევნილთა სააგენტომ სანატორიუმ „ქართლში“ ჩასახლებული 9 ოჯახი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო. მათ ქვემო ფონიჭალაში 5 სართულიან კორპუსში მისცეს ბინები.