საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზით 146 419 ადამიანია აცრილი

28.01.22 12:35
საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზით 146 419 ადამიანია აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში 2 695 237 აცრაა ჩატარებული.

ბუსტერ დოზით აცრილია 146 419 პირი;

მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ​1 329 744 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 46.3%);
 
სრულად ვაქცინირებულია 1 216 849 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 42.4%);
 

 
12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 854 (2.17%), სრულად აცრილია - 2 700 (1.52%);
 
16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 403 (15.29%), სრულად აცრილია - 10 818 (13,34%).
27 იანვარს ქვეყნის მასშტაბით 7 997 აცრა ჩატარდა.