სემეკმა "თელასი" 50 ათასი ლარით დააჯარიმა

28.01.22 13:50
სემეკმა "თელასი" 50 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თელასი 50 ათასი ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება სალიცენზიო პირობების დარღვევას.

"საქმე ეხება კომპანიის მიერ კომისიის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, მარეგულირებელმა კომისიამ სს თელასს დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა კომისიის მოთხოვნა.

სს თელასს განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე", - აღნიშნავენ მარეგულირებელში.