გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ

06.04.21 10:10
გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ

ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს, დღეს დაკრძალავენ. დოჩანაშვილის  სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში  გაიმართება. გურამ დოჩანაშვილის ცხედარი სამების ტაძარში გუშინ დაასვენეს.

მწერალს საბურთალოს სასაფლაოზე შვილის გვერდით დაკრძალავენ.

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ  გარდაიცვალა.