"იძულებული ვიქნებით გადავხედოთ პატრიარქის ლოცვებში მოხსენების საკითხს" - თეოლოგების ულტიმატუმი საპატრიარქოს

06.04.21 10:19
"იძულებული ვიქნებით გადავხედოთ პატრიარქის ლოცვებში მოხსენების საკითხს" - თეოლოგების ულტიმატუმი საპატრიარქოს

"რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია" საპატრიარქოს ულტიმატუმს უყენებს. თეოლოგების ჯგუფმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი მართლმადიდებლურ ეკლესიას სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე მწვავე კრიზისის ფონზე დღითიდღე მცირდება შანსები პრობლემათა სამართლებრივი გზით მოგვარებისა.
კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა სინოდის და ცალკეული მღვდელმთავრების მიერ ტოტალური უსამართლობის კვალდაკვალ ვუახლოვდებით ისეთ ნიშნულს, რომლის იქითაც უკვე უფსკრულია, ჯოჯოხეთია. 
თუ გონივრულ ვადაში წმინდა სინოდი არ დაუბრუნდება სამართლებრივ ჩარჩოებს და არსებული პრობლემების მოგვარების ობიექტურ კანონიკურ საშუალებებს არ მიმართავს, რისთვისაც აუცილებელია სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების მოწვევა, იძულებული ვიქნებით გადავხედოთ კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვებში მოხსენების საკითხს.  
მიუხედავდ იმისა, რომ საქართველოს მართლ. ეკლესია ოფიციალურად მწვალებლობაში არ იმყოფება,  ტოტალური უსამართლობა შეუძლებელს ხდის ნორმალურ ქრისტიანული ცხოვრებასაც კი. ტოტალურმა უსამართლობამ ეკლესიის წიაღიდან განდევნა ქრისტე და ის კერპით ჩაანაცვლა. სადაც ქრისტე არ არის, იქ მწვალებლობაზე უარესია.
მოგიწოდებთ მეტი გონიერებისა და კანონიკური მეხსიერების დაბრუნებისათვის ივერიის სამოციქულო საყდარში
," - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები