ავარია ხობში - გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი
მსხვერპლით დასრულდა ხობში მომხდარი ავარია - თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.
შედეგად ერთი მგზავრი - ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.