გლდანის ციხეში უეჭველი მოვკვდები - პატიმრის წერილი ტვ პირველს

06.04.21 10:22
გლდანის ციხეში უეჭველი მოვკვდები - პატიმრის წერილი ტვ პირველს

გლდანის ციხის პატიმარი, გიორგი თვაური, "ტვ პირველს" წერილს უგზავნის, სადაც ის გლდანის საპატიმროში  გაუსაძლის პირობებზე საუბრობს და ითხოვს, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს. 

პატიმარი ამ დროისთვის "ვივამედის" კლინიკაში იმყოფება და ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, თუმცა მისი თქმით, დაგეგმილია მისი ისევ საპატიმროში გადაყვანა. პატიმარი ტვ პირველის ჟურნალისტს თხოვს, მიმართოს სახალხო დამცველს, რომ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდეს. 

ნაღველაში მაქვს კენჭი, მუცელი დასიებული, ფეხებიც, თავბრუს ხვევები, ფეხის ძვლის ტკვილი და ყბის ტკივილი...ესენი მიპირებენ ისევ გლდანში გადაყვანას, ხვალ საღამოს ისევ მკურნალობის გარეშე მტოვებენ, გლანდში ვაფშე არ ექცევა პატიმრებს ყურადღება, იქ უეჭველი მოვკვდები....მიმართე ნინო ლომჯარიას და აუხსენი ყველაფერი, რასაც ვწერ  და ის დაგაკვალიანებს, როგორ მიმართო ჯანდაცვის მინისტრს, არ გაჩერდე, სანამ არ დადებ შედეგს, შენს იმედზე ვარ. ხვალ დილით მოდით და დაელაპარაკეთ მთავარ ექიმს, რომ გლდანში არ წამიყვანონ, მიმკურნალონ ფეხებზე და მერე გამიკეთონ ოპერაცია კენჭზე - წერს თვაური.