ტრაგედია გლდანში - გარდაცვლი 5 ადამიანიდან სამი ბავშვია
წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა გლდანში მოხდა - არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არასრულწლოვანებიც არიან.
გლდანში სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ტვ პირველის გადამღები ჯგუფი მეტი დეტალის მოპოვებას ამ წუთებშიც ცდილობს.