თბილისი სასტიკი წესებით ანგარიშსწორების ეპიცენტრი ხდება - მუქარის უმძიმესი ჩანაწერები
სახლების გადაწვა შურისძიების მოტივით? - თბილისი სასტიკი წესებით ანგარიშსწორების ეპიცენტრი ხდება - უმძიმესი კრიმინალური ამბის შესახებ "ნოდარ მელაძის შაბათმა" ხმაურიანი რეპორტაჟი მოამზადა.
გუგა მაისურაძის ხმაურიან რეპორტაჟში ქალი ამტკიცებს, რომ ჯერ გაიტაცეს, შემდეგ თავდამსხმელებმა ანგარიშიდან დიდი ფული, თავისუფლების სანაცვლოდ მოახსნევინეს, მოკვლით ემუქრებოდნენ და ბოლოს სახლი გადაუწვეს.
სახლი, ლოტკინზე 25 იანვარის ღამეს დაიწვა. სამ საათზე გაჩენილმა ხანძარი სწრფად გავრცელდა და მეორე სართული ფერფლად აქცია. ანგარიშსწორებაზე კი ეჭვს აღრმავებს "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ჩანაწერი, სადაც მუქარა კარგად ისმის. რა კავშირია, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ამ ჩანაწერსა და თბილისში ღამით გადამწვარ ორ სართულიან სახლში შორის, ეს პოლიციამ უნდა დაადგინოს. თუმცა სამართალდამცავებს ჯერ საქმის ფიგურანტებიც კი არ გამოუკითხავს.
ირკვევა, რომ სახლი დაახლოებით ერთი თვეა დაკეტილია, იქ არავინ ყოფილა რაც ეჭვს აჩენს რომ ის გადაწვეს, სახლის მფლობელი ანა აფაქიძე, ქვეყნიდან გაქცეულია. ის ამტკიცებს რომ საქართველო მუქარის გამო დატოვა, თუ ქმრის ოჯახს 19 000 დოლარს არ მისცემდა მოკვლით ემუქრებოდნენ.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, კრიმინალური წესებით ანგარიშსწორებასა და ვენდეტას ორი ოჯახი ერთმანეთს თბილისში რამდენიმე დღეა ჰპირდება. ყველაფერი 26 დეკემბერს დაიწყო. მამუკა სამადაშვილმა 19 ათასი დოლარი, ყოფილ რძალს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა. ფული ანა აფაქიძეს უნდა შეენახა, თუმცა მოულოდნელად გოგონამ ქმრის ოჯახს უთხრა, რომ ის გაიტაცეს, მოკვლით ემუქრებოდნენ და კრიმინალების ბანდამ აიძულა თბილისის სხვადასხვა ბანკომატიდან, 19 ათასი დოლარი სრულად მოეხსნა და კრიმინალებისთვის მიეცათ.
ყოფილი მეუღლის ოჯახმა ქალს, გატაცების მძევლად აყვანის და 19 ათასი დოლარის წართმევის ისტორიას არ დაუჯერა, უთხრა რომ იგონებს და ოჯახისთვის ფულის გამოძალვა სურდა. თუ ფულს არ დააბრუნებდა ქმრის ოჯახი ემუქრებოდა, რომ ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევდა.
თბილისის კრიმინალური გარჩევის ამბავი თავდაყირა დადგა, როდესაც ახალგაზრდა ქალის ყოფილმა ქმარმა ალაპარაკება გადაწყვიტა. კაცი ამტკიცებს, რომ ანა აფაქიძემ საკუთარი სახლი თავად იმ კრიმინალებს გადააწვევინა, რომელთა ერთადაც ჯგუფურად ოჯახიდან დიდი ოდენებით თანხა გაიტაცა.
გაგა რაზმაძე, რომელსაც ცოლი სახლის გადაწვაში ადანაშაულებს, ამ დრომდე უცნობი პირებისგან მუქარის შეტყობინებებს იღებს. მას განადგურებით ემუქრებიან.
შაბათის ეთერმა, კრიმინალური დაჯგუფების მიერ მუქარის შემცველი აუდიოჩანაწერები მოიპოვა. ოჯახი ამბობს რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარებს მას შემდეგ იღებენ, რაც რძალმა ჯერ თანხა გაიტაცა შემდეგ რუსეთში გაიქცა.
ირკვევა რომ გაგა რაზმაძე ცოლის გაუჩინარების შემდეგ მუქარის მესიჯებს სისტემატურად იღებდა ამიტომ ის დროებით საცხოვრებლად მის დასთან გადავიდა, ეს არ გამოპარვია ჩანაწერის ფიგურანტს რომელიც მას სავარაუდოდ უთვალთვალებს და მის გადაადგილებას კარგად სწავლობს.