სადამსჯელო ღონისძიებები ეკლესიაში საფრთხის შემცველია - მეუფე გრიგოლი

06.04.21 11:32
სადამსჯელო ღონისძიებები ეკლესიაში  საფრთხის შემცველია - მეუფე გრიგოლი

ეკლესიაში არსებულ განხეთქილებას ეხმაურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ პრობლემები მხოლოდ ერთ ეპარქიაში არ არის და ბევრად უფრო მასშტაბურია. ხობის მიტროპოლიტი მოუწოდებს ეკლესიას, რომ დაბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებში.

ყველა ვხვდებით, რომ ეს პრობლემა და მისი ფესვები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია, ვიდრე ეს ერთი ეპარქიის საზღვრებმა შეიძლება დაიტიოს. ვფიქრობ, რომ როგორც  ცოდვების მიმართ წაყრუება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი საეკლესიო ცხოვრებაში, ასევე სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა არანაკლები სიმძიმეების მომტანია და არანაკლები საფრთხის შემცველია ეკლესიისთვის. არ დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს... დღეს ის პროცესი მიმდინარეობს, რასაც კანონიკურ სივრცეში სჭირდება დაბრუნება, მინდა გთხოვოთ, რომ ვილოცოთ, რომ ეკლესია დამშვიდდეს, - ამბობს ქადაგებისას მეუფე გრიგოლი. 

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირებაა ჭყონდიდის ეპარქიაში. 4 აპრილს ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, ეპარქიიდან ის საულიერო სასულიერო პირები განკვეთა, რომლებიც მის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდნენ. მათ შორის არის მამა ათოგონე. 2 აპრილს კი მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედმა ეპარქიულმა კომისიამ მამა ანდრია სარიას ეკლესიიდან განკვეთის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ,  განმარტა, ახლა საბოლოო სიტყვა საქართველოს პატრიარქს ეკუთვნის.