"ოცნებიდან" დროშას ხელი არავინ მოაწერა - "დროას" პერფორმანსი ზუგდიდში

02.02.22 16:50
"ოცნებიდან" დროშას ხელი არავინ მოაწერა - "დროას" პერფორმანსი ზუგდიდში

პარტია "დროას" წევრი მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ზუგდიდის მერიასთან უკრაინის მხარდასაჭერი პერფორმანსი გამართეს, თუმცა ადგილზე  "ქართული ოცნების" ლიდერებიდან არავინ გამოჩენილა. ოპოზიციის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საჯარო მოხელეებს უკრაინასთან დაკავშირბეით პოზიციის დაფიქსირება აუკრძალა. 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პარტიის წევრებმა ადგილობრივ მთავრობას ხელმოწერებისთვის პირდაპირ ზუგდიდის მერიაში მიაკითხეს, თუმცა იქაც უარი მიიღეს. 

ძალიან კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო ქართულმა ოცნებამ თავი. 
მათგან არცერთი წარმომადგენელი არ მოსულა დროშაზე ხელის მოსაწერად. 
რადგან ისინი არ მოვდინენ, თან საჯარო მოხელეებსაც აუკრძალეს მოსვლა, გადავწყვიტეთ ჩვენ მივსულიყავით მერიაში და კიდევ ერთხელ, გვეთხოვა მოეწერათ ხელი. 
სხვადასხვა პასუხები მივიღეთ, მათ შორის ერთ-ერთი აიპის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ არ იცოდა მის ხელმოწერას სად წავიღებდი. 
კიდევ ერთხელ დამტკიცდა, თუ რატომ არ არის რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები. 
რაც შეეხება გახარიას პარტიას, აქამდეც ვიცოდი რომ რუსული პროექტი იყო,
- წერს სიჭინავა.