სისხლიანი დაპირისპირება ლაგოდეხში - კაბალში ახალგაზრდა დაჭრეს

06.04.21 11:00
სისხლიანი დაპირისპირება ლაგოდეხში - კაბალში ახალგაზრდა დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება ლაგოდეხში - სოფელ კაბალში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. "ტვ პირველის
ინფორმაციით, დაჭრილი სოფლის ცენტრში მდებარე ერთ- ერთი რესტორნის მფლობელის შვილია.

როგორც ირკვევა, მას რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით სტუმარმა მიაყენა.

თვითმხილველების ცნობით, დაჭრას წინ სუფრასთან დაწყებული ჩხუბი უძღოდა. დაჭრილი მამაკაცი ლაგოდეხში, კლინიკაშია გადაყვანილი. მას რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ლაგოდეხში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.