არა კრიმინალ რექტორს - სტუდენტები დავით გურგენიძის გადადგომას ითხოვენ

სტუდენტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს.
მათი თქმით, გურგენიძე არაერთხელაა ნასამართლევი. "კრიმინალი უნივერსიტეტს არ უნდა მართავდეს"- აცხადებენ სტუდენტები.
ისინი აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრას ითხოვენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, დავით გურგენიძე უნივერსიტეტის რექტორად 2020 წლის 27 იანვარს დაინიშნა.