სვიანიძის გადაწყვეტილება წინასწარ ვიცოდით - იუსტიციის საბჭო

06.04.21 13:02
სვიანიძის გადაწყვეტილება წინასწარ ვიცოდით - იუსტიციის საბჭო

მაია სვიანაძის გადაწყვეტილების შესახებ, მოსამართლის თანამდებობის დატოვების თაობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წინასწარ იყო ცნობილი. . განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მაია სვიანაძე მოსამართლის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. 

მოსამართლემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  წერილით  2021 წლის 26 მარტს მომართა. 2021 წლის 5 აპრილს გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა განკარგულებას მხარი დაუჭირეს და მაია სვიანაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
მაია სვიანაძე უფლებამოსილების შეწყვეტამდე შვებულებაში იმყოფებოდა. ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი წლებია შტატების მოქალაქეა და ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. მაია სვიანაძის გადაწყვეტილების შესახებ, მოსამართლის თანამდებობის დატოვების თაობაზე, წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის.
მაია სვიანაძე მოსამართლის უფლებამოსილებას 2009 წლიდან ახორციელებდა. 2017 წლიდან თანამდებობაზე განწესებული იყო უვადოდ,
- წერია იუსტიციის უმაღ₾ესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, მოქმედი მოსამართლე მაია სვიანიძემ შვებულებაში ყოფნის დროს აშშ-ში წავიდა და იქ დარჩა. 

მსგავსი სიახლეები