ბოლო ცნობები ელიავას ბაზრობიდან, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა
ბოლო ცნობები ელიავას ბაზრობიდან, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მისი თქმით, სასაწყობე ფართში გაჩნილი ცეცხლის შედეგად დაახლოებით 1000-1500 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.
რაც შეეხება დაშავებულებს, კერესელიძე ამბობს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მსგავსი ინფორმაცია არ შესულა.
ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სასაწყობე ფართში გაჩნდა ხანძარი, ის ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რამაც თავიდან აგვაცილა გავრცელება"- თქვა მან.