3 საათიანი მოლაპარაკებები დასრულდა - აბასთუმანში მუშებს ხელფასი არ გაეზრდებათ
აბასთუმანში გაფიცულ მუსებს ხელფასებს არ გაუზრდიან. თურქულ კომპანიასთან 3 საათიანი მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. ირკვევა, რომ შემოვლითი გზის მშენებელი შრომითი ანაზღაურების გადახედვას აპრილამდე არ აპირებს, თუმცა თანახმაა დასაქმებულებს სხვა ორი მოთხოვნა დაუკმაყოფილოს. საუბარია თურქი მზარეულის შეცვლასა და სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მუშების მთავარი მოხოვნა დამსაქმებელმა არ დააკმაყოფილა, ისინი მშენებლობის გაგრძელებას მაინც აპირებენ, რადგან ამბობენ, რომ შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ.
ვერ შევთანხმდით, რეალურად არ დაკმაყოფილებულა ჩვენი მოთხოვნები, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ არა. გაშვებული თანამშრომლების დაბრუნება, ეს დაკმაყოფილდა, ხელფასი არ იზრდება. გადახედავენ აპრილის თვეში და აპრილში ჩვენ გვიმთავრდება მათთან ხელშეკრულება და ან გაგვაგრძელებინებენ მუშაობას ან სხვა თანამრომლებს მიიყვანენ. სხვა გზა არ გვაქვს..., - ამბობს ერთ-ერთი მუშა.