კიდევ ერთი დამწვარი ბაზრობა თბილისში - პირველი ფოტოები ადგილიდან
პირველი ფოტოები, ელიავას ბაზრობიდან, რომლის ნაწილი ფერფლად იქცა - ოფიციალურაი ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრთან დალაგებულ პალეტებს გაუჩნდა.
ერთ-ერთი ვერსიით, გამომწვევი მიზეზი სიგარეტის ნამწვი გახდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრი სასაწყობე ფართში გაჩნდა და შედეგად, დაახლოებით 1000-1500 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.