გიორგი სანაიას ცოლის სახლში უცნობი პირი შეიჭრა
თბილისის ცენტრშ, ბახტრიონის ქუჩაზე ჟურნალისტ გიორგი სანაიას მეუღლის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ. ხათუნა გაგნიძე ამბობს, ის გუშინ შუადღეს შემდეგ სახლში აღარ ყოფილა , ამიტომ მისთვის უცნობია, რა დროს გატეხეს სახლი.
პირველადი დათვალიერებით სახლიდან წაღებული არაფერია. საცხოვრებელი სახლი არეულია.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. ხათუნა გაგნიძე გამოკითხვაზეა გადაყვანილი.
მომხდარის ვერსიებზე საუბარი უჭირს "ფრომულას" ჟურნალისტს და გიორგი სანაია ძმას, ვახო სანაიასაც.