ლარი გამყარდა - პროდუქტებზე ფასები ისევ იზრდება
ლარმა გამყარება დაიწყო, თუმცა პროდუქტებზე ფასები ისევ იზრდება. დისტრიბუტორები და იმპორტიორები ფაქტს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებით ხსნიან. სფეროს წარმომადგენლების თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებებმა ბიზნესი ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ მხოლოდ ლარის გამყარება ფასებს ვეღარ შველის.
დისტრიბუტორთა ასოციაციაში პირდაპირ ამბობენ, რომ მიმდინარე სამი თვის განმავლობაში პროდუქტებზე ფასების დაწევას არ უნდა ველოდოთ. გარდა ამისა, მათი თქმით, თუკი სამი თვის შემდეგ ქვეყანაში ინფლაცია გაგრძელდა, ფასები კიდევ უფრო გაზრდა გარდაუვალი იქნება.
სუპოერმარკეტების ქსელი იქნება ეს თუ შემნახველი საწყობი იქნება თუ რაც იქნება, გაძირებული აქვთ ელექტროენერგია, გაძვირებული აქვთ გაზი ანუ შესაბამისად, პროდუქტის შენახვა უჯდებათ გაცილებთ უფრო მეტი. აგრეთვე ინფლაციიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, რომ ტრანსპორტირება არის საკმაოდ გაზრდილი, თანამშრომლებზე, იქ კონსულტანტებზე, რომლებსაც ყველაზე ნაკლებს უხდიდნენ, იძულებულები არიან ხელფასები გაზარდონ. ყველა ეს კომპონენტი ერთად აღებული, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფასები კი არ შემცირდეს, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ სტაბილურად შევინარჩუნოთ, - ამბობს საქართველოს დისტიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია.
ფასი არ შემცირდება ყველაზე მოთხოვნდ პროდუქტზეც. პურის ფასი 90 თეთრიდან 1.50 ლარამდე მერყეობს. მეპურეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ პურის ფასი შედარებით დაბლა ჩამოვიდეს.