სკოლის მასწავლებელი სამსახურიდან ორსულობის გამო გაათავისუფლეს
დისკრიმინაცია ორსულობის ნიშნით - შემთხვევა კერძო სკოლა აიბი მთიებში გამოვლინდა. სახალხოდ ამცველის განმარტებით, ისტორიის მასწავლებემა სკოლის დირექტორს ორსულობის შესახებ შეატყობინა და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით დროებით სარგებლობა ითხოვა, რამდენიმე დღეში კი ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდანგაშვების მიზეზად კი მასწავლებელს მოსწავლეთა მშობლების უკმაყოფილება დაუსახელეს.
ომბუდსმენის ინფორმაციით, შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც მასწავლებელმა საკითხის შესწავლის შესახებ განცხადებით სახალხო დამცველს მიმართა.
ჩნდება ეჭვი, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა დროებით შეჩერების გადაწყვეტილებად დისკრიმინაციული მოპყრობის შენიღბვასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობას ემსახურება. ამასთან, ორსულ ქალთა დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების მომეტებული რისკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საეჭვოდ მიიჩნია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროში თანხვედრა განმცხადებლის ორსულობის ფაქტთან, - აღნიშნულია განცხადებაში.
ნინო ლომჯარიამ მოპასუხეს მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან.