კოვიდაფეთქება ციხეებში - მშობლები მძიმედ დაავადებული პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ

08.02.22 13:12
კოვიდაფეთქება ციხეებში - მშობლები მძიმედ დაავადებული პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ

ციხეებში  კორონავირუსის მასიურ გავრცელებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს. პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პენიტენციური სამსახური ინფიცირებული მსჯავრდებულების მკურნალობას მედიკამენტების არ ქონის გამო ვერ ახერხებს. ისინი ხელისუფლებას სუსტი ჯანმრთელობის მქონე პატიმრების უპირობოდ გათავისუფლებას სთხოვენ. 

მოდებულია კოვიდი ციხეებში, მაგრამ ეს არ ხმაურდება. ღმერთმა ნუ ქნას, ჩემს შვილს რომ შეხვდეს და ჩემი შვილისნაირებს, რომლებიც არიან მძიმე ავადმყოფები, ისინი ამას ვერ გადაიტანენ, სათანადო მკურნალობისთვის წამლები არ აქვთ, რით უნდა უმკურნალონ? უპირობოდ გაათავისუფლონ ეს მძიმე დაავადებული პატიმრები ამ პანდემიის დროს, რომ არ გარდაიცვალნონ ციხეში, - ამბობს ერთ-ერთი პატიმრის დედა. 

მსგავსი სიახლეები